Sunday, March 26, 2017

დღე-9

დღეს  ძალიან შრომატევადი, ძალიან საინტერესო,  დატვირთული პროექტებით სწავლების  დასრულების  დღე იყო. შევაჯამეთა და კიდევ ერთხელ გადავხედეთ  ჩვენს მიერ შედგენილ პროექტებს,შესრულებულ დავალებებს,შევასწორეთ და დავალაგეთ,დავხვეწეთ  და გავაკეთეთ პრეზენტაციები,მივეცით  ერთმანეთს რიგი რეკომენდაციები სხვადასხვა  მიმართულებით. ვფიქრობთ რომ ტრენინგმა ძალიან ბევრი ახალი რამ გვასწავლა და მოგვცა.
ზოგადად  ტრენინგი ბევრის მომცველი იყო,რადგანაც მისი დამთავრების  შემდეგ ვისწავლეთ როგორ  უნდა  შევქმნათ პროექტი და ვასწავლოთ მისი   საშუალებით. განვიხილეთ  და გამოვიყენეთ ბევრი რესურსები,ჩეკლისტები,ზოგსდი,მთავარი და შინაარსობრივი შეკიტხვების  შედგენა .დროის და სამუშაო დატვირთვის  ეფექტური განკარგვა.ზოგადად ტრენინგი ზალინ საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.გმადლობტ.  

Saturday, March 25, 2017

დღე-8    მოდული -7


დღევანდელი დღეც მიიწურა,რომელიც ძალიან საინტერესოდ  გავიდა,რადგან გავიგე და გავიაზრე ფასილიტაციის  მნიშვნელობა.ვფიქრობ ეს ძალიან წამადგება  პროექტის კეტებისა და მოსწავლეებთან მუშაობის  დროს.ასევე მივხვდი რა დიდი  მნიშვნელობა  აქვს კითხვების  სწორად  დასმასა  და მიმართულების  მიცემას,რომელიც  გაუადვილებს  მოსწავლეს  თემის  უკეთესად  გაგებას, გავეცანით როგორ უნდა შეძლოს მოსწავლემ  ტექნოლოგიურ   სტანდარტების გამოყენება.

Tuesday, March 14, 2017

დღე-7  მოდული 6
საინტერესო დღე იყო.შევისწავლე და გავიაზრე    მოსწავლეთა წარმატების მისაღწევად გაკვეთილის  დაგეგმვა,ტომლისთვისაც უნდა გაგვეთალისწინებინა უნარები, ინტერესები,ცოდნის დონე,  საჭიროებები და სასწავლო რესურსების გამოყენება.
დღე -6 მოდული 5
დღეს კიდევ უფრო მომეწონა ტრენინგის მსვლელობა. გავეცანი და შევისწავლე შეფასების რუბრიკები,ასევე მომეწონა ჯგუფური მუშაობის და კვლევის  გამოყენება პროექტის კეთების   დროს  და იმედი მაქვს კარგად გამოვიყენებ პრაქტიკაში,ანუ შევეცდები შეფასებების ცოდნა მოვარგო ჩემს პროექტს.

Friday, March 10, 2017

დღე მე-5.
დღევანდელი დღე საინტერესო და დასაფიქრებელი  იყო. მგონი იმიტომ რომ  პროექტი რომელიც დავგეგმე და მეგონა ბევრი დრო აღარ სჭირდებოდა შეფასებმდე, აღმოჩნდა პროექტი პრაქტიკულად უნდა განმეხორციელებინა როგორც მოსწავლეს,ანუ ეხლა მე უნდა  მომერგო მოსწავლის როლი.  შინაარსიდან გამომდინარე  ჩემს პროექტს უნდა მივყვე ნაბიჯ- ნაბიჯ და თითოულ სლაიდზე,  ჩამოვაყალიბო მოკლე თეზისები,უნდა გამოვყო პრობლემის მიზეზები,გადაჭრის  გზები   და უნდა გავაკეტთო ანალიზი.მთავარ კითხვაზე დაყრდნობით უნდა შევქმნა მთავარი სლოგანი ,ასევე  უნდა დავაკავშირო პრობლემა თანამედროვეობასთან და გავაკეთო დასკვნა, როგორ მეხმარება  არსებული ლიტერატურა ამ რთულ საქმეში და გავიდე მაღალ საზროვნო უნარებზე.იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა და პრაქტიკულად შევძლებ ამის გაკეთებას

Saturday, March 4, 2017

დღე 4

დღეს ძალიან შრომატევადი დღე იყო, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე,მაგრამ..... შევძლებ კი ეს ინფორმაცია სათანადოდ და მიზანმიმართულად გამოვიყენო? ისე კი
ძალიან კმაყოფილი ვარ.შევისწავლე მიმართულების  მიმცემი,ზოგადი,შინაარსობრივი,თემატური და საკვანძო  კითხვები,გავიგე  პროექტის  დაგეგმვის შემდეგ საჭირო მეთოდების გამოყენება.ასევე ,გავიგე რომ ხელსაყრელია ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა,საავტორო უფლებების დაცვა,   დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა და ბევრი რამ ...ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილი ვარ.

Friday, March 3, 2017

დღე -3
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო,რადგან გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტის  სწორად  დაგეგმვა,სტანდარტთთან მისი შესაბამისობაში მოყვანა.ასევე გავიგე როგორ უნდა მოვახდინო პროექტის მიზნის ჩამოყალიბება. მთავარი და საკვანძო  კითხვების  სწორად შემუშავება და დახვეწა  მისი  შემდგომი  გამოყენებისთვის.ეს დღე შინაარსობრივად  ძალინ დატვირთული და შრომატევადი იყო.

Sunday, February 26, 2017

დღე -2

ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ  მნიშვნელოვანი  და ნაყოფიერი აღმოჩნდა,რადგანაც დამაფიქრა და მიმახვედრა  რაოდენ აუცილებელია ტექნიკური უნარ-ჩვევები გამოყენება-დაუფლება იმისათვის, რომ შევძლო ჩემთვისა და მოსწავლეთათვის სინტერესო  გაკვეთილების შექმნა.დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბლუმის ტაქსონომიის  აუცილებლობაში და ვისწავლე მისი გამოყენებით პროექტის  შინაარსზე მუშაობა.ასევე ვისწავლე ჩემს მიერ შექმნილი  ნაშრომის დექსტოპზე შენახვა და გაგზავნა,ასევე კოლეგების ჩართვა პარალელურად.

Saturday, February 25, 2017

დღე-1

დღევანდელი  ტრენინგის დღე  ჩემთვის ძალიან საინტერესო  იყო,რადგანაც დავიწყე ტექნიკური უნარ-ჩვევების  დაუფლება.ვფიქრობ რომ პროექტებით სწავლება  ჩემთვის  და არა მარტო ჩემთვის  ძალიან ბევრის მომცემია.ყველა ის თვალსაჩინოებასა და რესურს, რომელსაც შევქმნი  ამ ტრენინგის გავლის შემდეგ და  რომელსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ვფიქრობ ეს ყველაფერი უფრო დამეხმარება საინტერესო და სახალისო გაკვეთილების დაგეგმვაში.ეს კი კიდევ უფრო დააინტერესებს მოსწავლეებს და აამაღლებს მათ მოტივაციას.